"ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლითაც გაამართლებს თეთრი ფურცლის გამო ადამაინების დაპატიმრებას. ან საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალავს აქციაზე გამოსვლას, ან ამ აქციაზე დაადგენს ისეთ წესებს და რეგლამენტებს, რომ მოქალაქეები ლამის მათი მთავარი კონსტიტუციური უფლების გარეშე დარჩებიან - შეკრებისა და გამოხატვის უფლების გარეშე.
ახალი კანონი ზოგმა ახალ რუსულ კანონად მონათლა, ზოგმა კარვების კანონად - მაგრამ რეალურად ეს დიქტატურის კანონია. უფრო სწორად, დიქტატურის დამყარების საკანონმდებლო მცდელობა, რომლის შეჩერება მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია. და სწორედ ამ შესაძლებლობის წართმევა უნდა ამ კანონის ავტორს.