ვინ დგას საომარი მოქმედებების მიღმა | ბოლო ცნობები ისრაელიდან

გამოქვეყნდა:

ისრაელში განვითარებული მოვლენები - ჰამასის მხრიდან ასეთი ფართომაშტაბიანი, და ორგანიზებული თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ ჯერ არ ყოფილა, ამ თავდასხმას წინ უსწრებდა ფართომაშტაბიანი კიბერშეტევაც ისრაელის ელექტრონული თვალთვალის სისტემაზე. სწორედ მაშტაბები და ორგანზიებულობა ამ შეტევისა აჩენს ეჭვს, რომ ჰამასის დარტყმის უკან მისი უცხოელი პარნტიორები იყვნენ. ცნობილია რომ ჰამასს ფინანსებით და სამხედრო ტექნოლოგიებით ირანი და რუსეთი ეხმარებიან.

ამ დროისთვის კი ვითარება ასეთია - ისრაელის 600-ზე მეტი მოქალაქე მოკლულია, დადასტურებულად 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ორგანზიაცია ჰამასის მებრძოლების ტყვეობაში, თავის მხრივ ღაზას სექტორის ადმინისტრაცია ამბობს რომ 300-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის საპასუხო დარტყმას. თუმცა ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ ამ დროისთვის დაზუსტებულ მონაცემებზე და ეს ციფრები შეიცვლება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ორივე მხარე ემზადება გრძელი და დამღლელი ომისთვის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი