ყალბი საჩივარი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზეწოლა მსჯავრდებულებზე | ინტერვიუ რუსთავის ციხის ყოფილ პატიმართან

გამოქვეყნდა:

ზუსტად 2 წელია საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" პოლიტიკური პატიმარია - ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ის დღემდე ვივამედის კლინიკაში რჩება და მისი მდგომარეობა დღემდე საყურადღებო რჩება. მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთხელ გამოითქვა მისი ადვოკატების მხრიდან ვარაუდი, რომ შესაძლოა მისი მდგომარეობა განზრახ ზიანდებოდა.

რამდენიმე კვირის წინ Post Factum-ს დაუკავშირდა ყოფილი პატიმარი, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სწორედ მაშინ იხდიდა სასჯელს, როცა იქ მესამე პრეზიდენტი შეასახლეს. ამ ადამიანის მონაყოლიდან დასტურდება ციხის ადმინისტრაციის აშკარა შურისძიება პატიმარ სააკაშვილის მიმართ და იკვთება ზეწოლაც სხვა პატიმრების მისამართით, რომ ისინი გამოყენებული ყოფილიყვნენ როგორც ინსტრუმენტი დაპატიმრებული პრეზიდენტის წინააღმდეგ.

ცხადია ილუზია არავის აქვს, რომ ადმინისტრაციას ეს ყველაფერი თვითონ მოუვიდა თავში და სავარუდოდ დაკვეთაც ხელისუფლების სულ ზედა ეშელონიდან მოდიოდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი