ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 400-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა. დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაზიანდა ან განადგურდა 1 300-მდე სახლი.

ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით, 35 კილომეტრში დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი