უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მხარის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, 8 ოქტომბერს, რუსული არმიის სამხედრო მოქმედებების შედეგად სულ მცირე ორი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 ადამიანი დაშავდა.

ხერსონის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. უკრაინის ცნობით, რუსეთმა რეგიონს არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით 53-ჯერ ესროლა.

დონეცკის ოლქში 8 ოქტომბერს კონსტანტინოვკას 4 მცხოვრები დაიჭრა. ხარკოვის ოლქის ვოლჩანსკში კი ქალი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი