შიმშილობის დაწყებას არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ბებია-ბაბუაც აპირებენ

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამის შიმშილობას გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც უერთდებიან. შოთაძის უწყებასთან ცოტა ხნის წინ ბებია და ბაბუა მივიდნენ.

ისინი არასრულწლოვანი შვილთაშვილის მოთხოვნას უერთდებიან, რომელიც სიცრუის დეტექტორით დაკითხვას ითხოვს

"ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვის...მკვლელი გარეთ არ უნდა დადიოდეს. აქ ვიჯდები და ვიშიმშილებ იმ დრომდე, ვიდრე გამოძიებას სწორი პასუხები არ ექნება, - ამბობს ლიანა ხომასურიძე.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან განაახლა. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში თამაზ ხომასურიძე, სუიციდით იმუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი