სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია, მოსყიდვა, დაშინება და ძალადობა -NDI ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

გამოქვეყნდა:

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებისაგან სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა მიიღეს, თუმცა მეტი ნდობისთვის, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან, სიძულვილის ენის, მოსყიდვისა და ძალადობისგან:

ხელისუფლების წარმომადგენლებმა NDI-თან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და ამისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ცვლილებებსაც გაატარებენ. აღნიშნული განცხადება მისასალმებელია, თუმცა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის ასამაღლებლად ამას კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს.

ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს და საზოგადოებას მკაფიოდ უნდა განუმარტოს, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არ დაუშვებს. ამასთან, ამ რეგულაციის აღსრულების მკაცრი მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირება უნდამოხდეს. ეს აუცილებელია დაუსჯელობის კულტურის თავიდან ასაცილებლად.

ქართული ოცნების და მთავრობის ლიდერებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა პარტიასა და მთავრობას შორის მკვეთრი ხაზი გაავლონ და კამპანიის მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენება აღკვეთონ.

ერთობლივად ან ინდივიდუალურად, პარტიებმა პირობა უნდა დადონ, რომ მოერიდებიან არაეთიკურ კამპანიებს, სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, გაყალბებას, ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებასა და ძალადობას. მათ ანგარიშვალდებულების შიდა მექანიზმები და სანქციები უნდა დანერგონ" ნათქვამია NDI-ს განცხადებაში.

დასახელებული რეკომენდაციების გარდა, NDI ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს პანდემია და უზრუნველჰყოს ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი