"ვინ არ ენდობა საკუთარ გუნდის წევრს, ვხედავთ ხომ, იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, რომ არც კი შემოდიან დარბაზში, რომ შემთხვევით თითი არ მიაჭირონ. ამიტომ პირიქით, გამჭვირვალობა მათ აშინებთ, აშინებთ იმიტომ, რომ ის ჩამოშლა, რაც გუნდში აქვთ, გამოჩნდება ზუსტად ასეთი კენჭისყრების დროს. და მათ აშინებთ სწორედ ეს გამჭვირვალობა. [...] ვხედავთ უნდობლობა სად არის".
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების პოსტზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება.