ავარია ლვოვში | მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი

გამოქვეყნდა:

ლვოვში ავტოკატასტროფის დროს მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "აუდის" ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.

უკრაინული მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა. ეკა ტყეშელაშვილი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეკა ტყეშელაშვილი უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი