ქართველები ევაკუაციის მოლოდინში | ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

გამოქვეყნდა:

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ევაკუაციის მოლოდინში არიან. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ნაწილი ქვეყანას ტოვებს, ნაწილს კი ავიაბილეთების მაღალი ფასის გამო ამის საშუალება არ აქვს.

საქართველოს მოქალაქეები "მთავარ არხთან" ამბობენ, რომ ადგილზე მძიმე სიტუაციაა და ისინი ბავშვებთან ერთად თავს თავშესაფრებს აფარებენ, თუმცა მათი თქმით, საქართველოს ბევრი მოქალაქე საფრთხის ქვეშააა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და, მათი თქმით, ისინი საქართველოს საელჩომ უნდა გადაარჩინოს. 

თუმცა, ისრაელში ჩარჩენილები საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ დახმარებასა და მათ დაბრუნებაზე საელჩო უარს ამბობს, ამიტომ იძულებულები არიან, სამშობლოში საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი