საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისრაელში განვითარებული მოვლენები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა აქტუალურ საკითხზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი