"ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს" - ეს ისრაელის პრემიერმინისტრის განცხადებაა, რომელიც ნათელს ხდის ქვეყნის და მისი არმიის მზაობას რადიკალურად და მთელი სიმძლავრით უპასუხონ ტერორისტულ თავდასხმას. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაჯგუფება ჰამასს და მის წევრებს მძიმეს მომავალი უწინასწარმეტყველა.
მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ისრაელის არმიამ დღეს საბოლოოდ აღადგინა კონტროლი ყველა ქალაქსა და დასახლებაზე, სადაც ტერორისტები შეიჭრნენ და ღაზის სექტორი ახლა მთლიანად ბლოკირებულია ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. იერუსალიმი აცხადებს, რომ მასიური დაბამბვის შედეგად გაანადგურა ჰამასის რამდენიმე მეთაური, ასობით მებრძოლი და ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, თუმცა რა თქმა უნდა არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
პალესტინელების ტერორისტული თავდასხმის შედაგად ისრაელში 800 ადამიანი დაიღუპა, საპასუხო ქმდებებებით დაღუპულია 600 ადამიანი ღაზაში. თუმცა მსხვერპლის მიუხედავად მხარეები შეჩერებას არ აპირებენ. ისრაელი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი მოქმედებისთვის ემზადება, რადგან ქვეყნის ჩრდილოეთით, ლიბანის მხრიდან, კიდევ ერთი ექსტრემისტული დაჯგუფება ჰეზბოლა გააქტიურდა, რომელმაც ფაქტობრივად მეორე ფრონტი გახსნა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი