გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, ბრალდებულების ადვოკატების გადაწყვეტილებით, რომლებმაც გასულ ღამეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს, გაკვრივებულია. ნიკოლაძე ვერ ხვდება რა საჭირო იყო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელმაც ახალი ვერაფერი გამოავლინა და დაადასტურა ის, რასაც იაკობ ბრეგვაძე ჩვენებაში ისედაც ამბობს:
"ექსპერიმენტმა ცალსახად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. იქ ჩანდა, რომ ბრეგვაძის ჩვენებაში გადასამოწმებელი გარემოებების დროს, ოპერატორის კამერაზე ნათლად გამოჩნდა როგორც მანქანიდან გადმოსული პირების რაოდენობა, ისე მათი გადაადგილების ტრაექტორია. როგორც მე ვიცი ბრეგვაძეც ჩვენებაში ასე ამბობს და ამას ამოწმებდნენ... ცალსახად დადასტურდა, რომ ბრეგვაძეს შეეძლო იმ შენობიდან იმის დანახვა, რაც ჩვენებაში აღწერა" ამბობს მირიან ნიკოლაძე "მთავართან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა გასულ ღამეს, მდინარე არაგვზე რამდენიმე ეპიზოდიანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ექსპერიმენტის შემდეგ, ადვოკატები ამბობენ, რომ ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც მათი ექსპერიმენტით დადასტურდა.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ უფლებადამცველები უახლოეს დღეებში კიდევ ერთ ექსპერიმენტს ჩაატარებენ, თუმცა რომელ ეპიზოდზე, ეს ჯერჯერობით უცნობია.