კიდევ ერთი პოლიტიკური პროვოკაცია "ქართული ოცნებისგან". მმართველმა პარტიამ დაარეგისტრირა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა ღია უნდა იყოს. ოპოზიციის ხმაურისა და წინააღმდეგობის შემდეგ კი გაირკვა, რომ ცვლილება კენჭისყრის რეგლამენტში მხოლოდ მომდევნო თავიდან ამოქმედდება, იმპიჩმენტის საკითხის დასრულებას კი "ქართული ოცნება" ამ თვეში გეგმავს.