"ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ საშუალება უნდა მისცეს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

"ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ" - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი