"ჰამასი" იმუქრება, რომ ისრაელის მიერ ღაზაში გაფრთხილების გარეშე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ჰამასის იზ ად-დინ ალ-ქამასის სპიკერი ავრცელებს.
''ამ საათიდან ჩვენი ხალხის მიმართ გაფრთხილების გარეშე საკუთარ სახლებში დამიზნებით სროლას, სამოქალაქო მძევლების სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელიც ვიდეო და აუდიო საშუალებით გადაიცემა'' - ამბობს სპიკერი.
გავრცელებული ინფორმაცით, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქსენეტის წევრებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, რომ ისრაელი არ ჩამოაგდებდა ბომბებს იმ შენობის სახურავებზე, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფრად იყენებს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.