ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ღაზაზე შეტევა გარდაუვალია. მისი თქმით, ისრაელს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.
"შეტევა გარდაუვალია... ჩვენ ახლა მოლაპარაკება არ შეგვიძლია", - განუცხადა ნეთანიაჰუმ ბაიდენს.
აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, ღაზაში ჰამასზე ძლიერი დარტყმა იქნებოდა, თუმცა მას არ უხსენებია, რომ სახმელეთო შეჭრა იგეგმებოდა. ამერიკული და ებრაული მედიის ცნობით, ბაიდენს არ უცდია ნეთანიაჰუსთვის აზრის შეცვლა. ისრაელის პრემიერმინისტრმა თქვა ისიც, რომ ისრაელი ჰესბოლასთან მეორე ფრონტის გახსნით შეშფოთებულია.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.