წერეთლის, ქეთევან წამებულისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია ვერ დაიწყება - თბილისის მერი

გამოქვეყნდა:

წერეთლის, ქეთევან წამებულისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია ჯერჯერობით ვერ დაიწყება- მიზეზად დედაქალაქის მერი პანდემიას ასახელებს. განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა

წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი, ასევე ქეთევან წამებულის, იქაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა, ასევე ვაჟა-ფშაველა, ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება, ასევე ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება. ეს პროექტები, რომელიც უკვე უნდა დაგვეწყო, ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება - ამბობს მერი.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს გასაყიდი მიწებისა და შენობა-ნაგებობების მოძიება დაავალა, რადგან მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ ბოლო დროს შემოსავლების სერიოზული კლება განიცადა.

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. 

პარკირება უფასო იქნება პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი