რუსეთის არმიამ ავდიივკას მასიური დაბომბვა დაიწყო - ადგილობრივი ხელისუფლება

გამოქვეყნდა:

სამშაბათს დილიდან რუსულმა ჯარებმა დაიწყეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას მასიური დაბომბვა - აცხადებს ადგილობრივი ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქის ჩრდილოეთით და დაბომბვა მიმდინარეობს ტანკებიდან, ქვემეხებიდან და გრადებიდან.

ბარაბაშმა დასძინა, რომ ჯერ არ არსებობს მონაცემები დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ.

ავდიივკას უკრაინის არმია აკონტროლებს.

სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს ავდიივკას მიმდებარედ, ოპიტნოეს დასახლების რაიონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი