თეთრი სახლი უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გაერთიანების შესაძლებლობას განიხილავს - მედია

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლი განიხილავს უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაერთიანების შესაძლებლობას - ინფორმაციას  NBC და Washington Post წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიის ცნობით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კიევისთვის დახმარების გაზრდის გარანტიას, მიუხედავად რესპუბლიკელების წინააღმდეგობისა სენატში.

ვაშინგტონმა უკვე დაამტკიცა დახმარება ისრაელისთვის, მაგრამ სავარაუდოდ, თეთრი სახლი კონგრესს მომავალი კვირის დასაწყისში სთხოვს დამატებითი დახმარების დამტკიცებას. დახმარების პაკეტი შეიძლება შეიცავდეს უკრაინის მხარდაჭერის ხარჯებს.

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი