ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება

გამოქვეყნდა:

ისრაელი სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. პრემიერმაც და თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურეს, რომ ჰამასის პოზიციებსა და სამეთაურო პუნქტებს ისრაელის არმია უშუალოდ ღაზას სექტორში ჩატარებული ოპერაციით გაანადგურებს, გამოიცა რეზერვისტების მობილიზების განკარგულებაც. იარაღით მხარდაჭერას აძლიერებს ვაშინგტონიც. 

ისრაელმა ამ დროისთვის სრულად დაიბრუნა კონტროლი იმ დასახლებებზე, რომლებსაც 2 დღის წინ ჰამასის მებრძოლები დაესხნენ თავს. 

გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 1500- ზე მეტი ტერორისტის გვამია ნაპოვნი. რაც შეეხება მსხვერპლს მშვიდობიან მოქალაქეებში, ამ დროისთვის ცნობილია რომ ჰამასის მებრძოლების შეტევას 17 სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქე შეეწირა. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი