ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა გოგოლაძემ, მიიღო.
სასამართლომ მასთან ერთად, სამართალდამრღვევად ცნო მისი ძმა, კახა გრიგორიადისიც. მას 2500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შეგახსენებთ, ბექა და კახა გრიგორიადისები 5 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ბექა გრიგორიადისი ადმინისატრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მისი ძმა კი 173-ე და ასევე 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.