ვლადიმერ პუტინს ახმატ კადიროვის (რამზან კადიროვის მამა) სახელობის ორდენი გადაეცა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა, პესკოვმა განაცხადა.
მანამდე, ორშაბათს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ "ახლახან" რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - ახმატ კადიროვის ორდენი გადაეცა.
"ორდენის მინიჭების ბრძანება ჯერ კიდევ 2007 წელს იყო ხელმოწერილი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ არსებობდა შესაფერისი შემთხვევა ან მიზეზი, რომ რეგიონის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ იმ ადამიანისთვის, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენი რესპუბლიკის აღდგენაში და მხარი დაუჭირა ხალხს, მისი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში", - თქვა კადიროვმა.
ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2004 წლებში იკავებდა. ის 2004 წლის 9 მაისს ტერაქტის შედეგად მოკლეს.