ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას საზღვართან ახლოს ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] ადასტურებენ, რომ ღაზას საზღვართან ახლოს, ზიკიმის სანაპიროზე  ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს.

სამხედროები ამბობენ, რომ ელიტარული დანაყოფის, მაგლანის წევრებმა რაიონში ოთხი შეიარაღებული მამაკაცი შენიშნეს და გაანადგურეს.

IDF-მა განაცხადა, რომ გუშინდელი დღის შემდეგ ვერცერთმა ტერორისტმა ვერ მოახერხა ღაზადან ისრაელში შეღწევა, თუმცა შაბათს გადასული ტერორისტების ნაწილი ამ დრომდე ისრაელის ტერიტორიაზე რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი