ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ, მან ყირგიზეთის პრეზიდენტთან, სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ჯაფაროვსა და პაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. ინფორმაცია ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"საუბრისას ფაშინიანმა სინანულით განაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას დსთ-ს სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს სხდომაში" - ნათქვამია მოხსენებაში.

დსთ-ს სამიტი 13 ოქტომბერს, სწორედ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი