ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] აცხადებენ, რომ მასიური საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ღაზას მახლობლად, ქალაქ ალ-ფურქანში, სამიზნე 100-ზე მეტი ადგილი იყო, სადაც ტერორისტები იარაღს ინახავენ.
დარტყმებში ათობით საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
IDF-ს ცნობითვე, იერიში მიიტანეს რაფაჰის რაიონში, ეგვიპტე-ღაზას საზღვარზე მდებარე მიწისქვეშა გვირაბზე, რომელიც გამოიყენება იარაღის კონტრაბანდისთვის.