IDF-ის ცნობით, ლიკვიდირებულია ჰამასის "ეკონომიკის მინისტრი" და კიდევ ერთი "თანამდებობის პირი"

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების [IDF] ცნობით, ლიკვიდირებულია ჰამასის "ეკონომიკის მინისტრი" ჯავად აბუ შამალა და ჰამასის პოლიტბიუროს კიდევ ერთი მაღალი "თანამდებობის პირი" - ზაქარია აბუ მუამარი, ღაზას სექტორზე, დრონებით განხორციელებული იერიშის დროს.

ჯავად აბუ შამალა განკარგავდა ტერორისტული ჯგუფის ფინანსებს . მეორე ლიკვიდირებული -  ზაქარია აბუ მუამარი კი იყო ტერორისტული დაჯგუფების შიდა ურთიერთობების ხელმძღვანელი. ის ასევე იყო გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი და კოორდინატორი ღაზას სექტორში ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი