ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მიზეზი ჰამასის მუქარაა. ისრაელის დარტყმების საპასუხოდ, ჰამასი ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აშკელონზე თავდასხმით დაიმუქრა და მოსახლეობას ადგილობრივი დროით, 17 საათამდე, ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შაბათის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 4500-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.