დაპირისპირება "ევროპული საქართველოს" ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში - თავმჯდომარეს, გელა დემეტრაზძეს თანაგუნდელებთან ერთად პარტია დაატოვებინეს.
სავარუდო მიზეზი გელა დემეტრაძის მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერაა. თავად გელა დემეტრაძე ვარაუდობს, რომ პარტიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც , ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მან სხვა თანაგულდებთან ერთად მხარი დაუჭირა "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდოდ, მაჟორიტარობის კანდიდატს, ვაჟა ჩიტიშვილს.
"ჩემთვის წარმოუდგენელია მე ვაჟა ჩიტაშვილის წინააღმდეგ როგორ უნდა ვიმუშავო" - ამბობს თავად დემეტრაძე
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარეს თანამდებობიდან არასწორი მმართველობის გამო უშვებენ.
გავუშვებთ და დარჩება პარტიის მიღმა. აღალციხის რაიონული ორგანიზაცია ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. ვაჟა ჩიტაშვილი არ არის ევროპული საქართველოს კანდიდატი. "ევროპულ საქართველოს მალე თავისი კანდიდატი ეყოლება, რომელსაც წარვადგენთ - თქვა სამცხე ჯავახეთში "ევროპული საქართველოს" კურატორმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა
მიმდინარე პროცესებს, "ნაციონალურ მოძრაობაშიც გამოეხმაურნენ და ამბობენ, რომ მათი პარტიის კარი გელა დემეტრაშვილისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ღიაა ვინც, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილს შეიტანს.
პარტია "ევროპულ საქართველოს" რეგიონში, ხვალიდან ახალი თავმჯდომარე ეყოლება.