საჰაერო განგაში და მშვიდობიანი მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ | ბოლო ცნობები ისრაელიდან

გამოქვეყნდა:

საჰაერო განგაში ისრაელში ამ დრომდე ძალაშია. ჰამასის ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ ემუქრებიან და, დიდი ალბათობით, ახალ სარაკეტო თავდასხმას ამზადებენ. სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია ისრაელის არმიაც. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოუწოდა ღაზის მცხოვრებლებს, დატოვონ დასახლებები და ეგვიპტეში გადავიდნენ.

სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. მსოფლიოს დიდი ნაწილი ახლა ისრაელის გარშემოა გაერთიანებული - შეერთებული შტატები და ევროპა უკვე ეხმარებიან იერუსალიმს. დღეს გავრცელებულმა კადრებმა, რომლებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ტერორისტების სისასტიკე, კიდევ უფრო გაამყარა პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ცვლილებების დრო დადგა. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი