ირაკლი ღარიბაშვილის ახალი მწვერვალი - საქართველოს მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ქვეყანაში 500 ათასმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია. უფრო მეტიც, პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს "ქართული ოცნების" წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოხერხდა.
თუმცა, სრულიად საპირისპიროს ამბობს ხალხი ქუჩაში - მოსახლეობა ღარიბაშვილის პასუხად სურსათზე გაზრდილ ფასებს, გაძვირებულ საწვავს და ლარის გაუფასურებას იხსენებს.
ეკონომისტები კი მთავრობის მეთაურს ახსენებენ ათობით ათას ადამიანს, რომელმაც საქართველო დატოვა და ასევე, შემწეობის მიმღებთა სიას, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანია.