"ქართული ოცნების" ერთადერთი და პუტინის მთავარი მოკავშირე ევროპაში, ვიქტორ ორბანი საქართველოშია. უნგრეთის პრემიერი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა და კოლეგა ირაკლი ღრიბაშვილს ხვალ შეხვდება.
ორბანის ვიზიტი სულ რამდენიმე კვირით უსწრებს ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინჭების თაობაზე. სწორედ ორბანის ადმინისტრაციაა ერთადერთი ევროპის კონტინენტზე, რომელიც "ქართულ ოცნებას" ღიად უცხადებს მხარდაჭერას. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს უნგრეთის პრემიერის ვიზიტის დღის წესრიგის მთავარი პუნქტი.