ევაკუაციის მოლოდინში | ისრაელში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას ისევ ვერ ახერხებენ

გამოქვეყნდა:

ისრაელში მყოფი საქართველოს ასობით მოქალაქე კვლავ ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას - უსაფრთხოების მოტივით ისრაელიდან ავიარეისების შესრულება უკიდურესად შეზღუდულია - საქართველოს მიმართულებით დღეს არცერთი თვითმფრინავი არ გამოფრენილა.

ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების გამოსაყვანად ხვალ და ზეგ თითო რეისი დანიშნა ბენ-გურიონის აეროპორტში, თუმცა ეს კომერციული რეისებია და ბილეთების ფასი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალია. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ დრომდე ცხელ წერტილებშია ჩარჩენილი. ისინი ვერ ახერხებენ უსაფრთხო ადგილებიში გადასვლას და ევაკუაციის მოლოდინში არიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი