ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ პირველი თვითმფრინავი, რომელიც ამერიკულ შეიარაღებას ატარებდა, ისრაელში სამშაბათს საღამოს დაეშვა. იარაღი ჩავიდა ნევატიმის საავიაციო ბაზაზე სამხრეთ ისრაელში. IDF-მ არ გაასაჯაროვა რა ტიპის იარაღი ან სამხედრო ტექნიკა მიიღო.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ კვირაში დაიწყო ისრაელისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება. შეიარაღება "გამიზნულია მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების გასაადვილებლად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნის გასაზრდელად".
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელისა და აშშ-ის საერთო მტრებმა იციან, რომ ორი ქვეყნის სამხედროებს შორის თანამშრომლობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.