ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს ისრაელის საჰაერო თავდასხმების დაწყების შემდეგ ღაზაში 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაარტყეს საზღვაო ობიექტებს ღაზის სექტორში, რომლებიც გამოიყენებოდა "ჰამასის" მებრძოლების მიერ ისრაელის სანაპირო ზოლზე თავდასხმების განსახორციელებლად. IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია განხორციელდა ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების, ისრაელის საჰაერო ძალების და ისრაელის საარტილერიო კორპუსის მიერ.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ისრაელის საზღვაო ძალებმა მოკლეს "ჰამასის" მყვინთავი, რომელიც ოთხშაბათს ღაზას სანაპიროდან ისრაელში შეღწევას ცდილობდა.