კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიება სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა. ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 6 ადამიანი დააჯილდოვეს, მათ შორის მინისტრი, თეა წულუკიანი.
"ღონისძიებაზე, რომელსაც 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა, ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ექვსი ადამიანი დაჯილდოვდა, მათ შორის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დამთავრდა.
შეგახსენებთ: წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში - გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა", - წერია სამინისტროს განცხადებაში.