ისრაელის თავდაცვის მინისტრი ნატოს ლიდერებს ომის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ნატოს წევრი ქვეყნებიდან კოლეგებს ვიდეოზარით მიმართავს და ჰამასის თავდასხმით გამოწვეული ომის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

"ხვალ ისრაელის თავდაცვის მინისტრი გალანტიც გაგვაცნობს ისრაელში არსებულ ვითარებას. მოკავშირეებმა დაგმეს საშინელი ტერორისტული თავდასხმები ისრაელში უდანაშაულო სამოქალაქო პირებზე და მოუთმენლად ველით თავდაცვის მინისტრის ბრიფინგს", - განუცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში მინისტრთა ორდღიან შეხვედრაზე ჟურნალისტებს.

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში იმართება და მასში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი