ყირგიზეთის პარლამენტმა რუსეთთან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთის პარლამენტმა რუსეთთან საჰაერო თავდაცვის ერთიანი რეგიონული სისტემის შექმნას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საკანონმდებლო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს

"11 ოქტომბერს, დეპუტატებმა განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი ყირგიზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ერთიანი რეგიონული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ყირგიზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მიერ, ხელი მოეწერა 2022 წლის 16 აგვისტოს მოსკოვში", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

შეთანხმების საფუძველზე იქმნება რუსეთისა და ყირგიზეთის ერთიანი რეგიონული საჰაერო თავდაცვის სისტემა 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კანტში, რუსეთის ავიაბაზასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი