კალანდიას ადვოკატის 15 საჩივარი - თოდუა სასამართლოში დაკითხეს

გამოქვეყნდა:

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. 

ზურაბ თოდუამ კრიმინალურ პოლიციაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ის საქალაქო სასმართლოში მივიდა. დაახლოებით ერთ საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ადვოკატის თქმით, მან გამოძიებას ინფორმაცია იმ 15 საჩივართან დაკავშირებით მიაწოდა, რაც მოწმეების მიმართ ჩადენილ ზეწოლას, მუქარას და სხვა მძიმე ბრალდებებს ეხება. ზურაბ თოდუა ამბობს, რომ გამოძიებას მან კონკრეტული გვარებიც დაუსახელა, პროკურატურის შეფასებით კი უფლებადმაცველის ინფორმაცია ზედაპირული იყო.

...დიდი ალბათობით ეს არის დიდი სცენარის ერთი ნაწილი, რომლითაც სურთ, რომ კალანდიას მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც აქვთ მიღებული არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან, რომ რაიმე ნათელი დაედოს გამოჩნდეს საკასაციო სასამართლოში, - თქვა ზურაბ თოდუამ

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომ 21 ივლისს დამნაშავედ სცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე მიხეილ კალანდიასთან ერთად ორი არასრულწლოვანი - გ.ჯ და გ.ბ. არიან მსჯავრდებულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი