გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო აცხადებს, რომ ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად მისი ცხრა თანამშრომელი დაიღუპა.
"მოსახლეობის დაცვა უმთავრესია, მათ შორის კონფლიქტის დროს. ისინი დაცული უნდა იყვნენ ომის კანონების შესაბამისად", - ამბობს ჯულიეტა ტუმა, სააგენტოს კომუნიკაციების დირექტორი.
მისი განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები აფეთქებების დროს საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა UNRWA-ს 18 სკოლა, რომელიც გადაკეთდა თავშესაფრად, ასევე დაზიანდა მისი შტაბ-ბინა ღაზაში.