ლონდონის ლუტონის აეროპორტის ტერმინალის ავტოსადგომზე ძლიერი ხანძრის გამო ყველა რეისი გადაიდო. ხანძარს შენობაში "მნიშვნელოვანი სტრუქტურული ნგრევა" მოჰყვა.
ბედფორდშირის სახანძრო და სამაშველო სამსახური მიიჩნევს, რომ ხანძარი შემთხვევითი იყო და მანქანას გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრიორიტეტი მგზავრებისა და პერსონალის უსაფრთხოებაა- ისინი იმედოვნებენ, რომ "აეროპორტი რაც შეიძლება მალე ამოქმედდება".
ცნობილია, რომ აეროპორტისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს და გზების ნაწილი დაკეტილია. პოლიცია შემთხვევის ადგილიდან ხალხის გაყვანას ცდილობს.
ლონდონის ლუტონის აეროპორტი გაერთიანებული სამეფოს მეხუთე უმსხვილესი აეროპორტია ჰითროუს, გეტვიკის, მანჩესტერისა და სტენსტედის შემდეგ, რომელმაც 2022 წელს 13 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ კრიტიკული ინციდენტი შეჩერებულია, მაგრამ ის დარჩება ადგილზე, რათა დაეხმაროს მეხანძრე-მაშველებს.