ისრაელის დასახმარებლად ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებს შეერთებული შტატები დგამს. ვაშინგტონიდან მიღებული ბრძანებით ფლოტი და არმია უკვე დაიძრა ახლო აღმოსავლეთისკენ. გარკვეულმა ნაწილებმა ისრაელშიც კი ჩააღწიეს. უკვე ქვეყანაში არიან სპეცრაზმელები, რომლებიც მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. ქვეყნის საზღვრებთან იმყოფებიან ელიტარული ქვეითი დანაყოფები და რაც მთავარია, უკვე ხმელთაშუა ზღვაშია და ისრაელის სანაპიროს უახლოვდება ამერიკის ფლოტი ავიამზიდ "ჯერალდ ფორდის" მეთაურობით.