ღამით რუსების მიერ გაშვებული 33 "შაჰიდიდან" 28 გავანადგურეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 12 ოქტომბრის ღამეს რუსებმა უკრაინას 33 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან 28 თავდაცვის ძალებმა გაანადგურა.

უწყება ამბობს, რომ შეტევა ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან - რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან და კეიპ ჩაუდიდან (ყირიმი) განხორციელდა. საჰაერო თავდაცვა უკრაინის მინიმუმ 6 რეგიონში მუშაობდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის თავდასხმების მოგერიებას ბახმუტის, ლიმანის, ავდიევკას, მარინკას, შახტარსკისა და კუპიანსკის მიმართულებით. უწყება ამბობს, რომ გასულ დღეს 95 შეტაკება მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი