ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა იყო | დაშავდა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მხარის ცნობით, ოდესის ოლქის იზმაილის რაიონში "შაჰიდებით"თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ამბობს, რომ ღამით თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10 "შაჰიდის" დრონი ოდესის თავზე. 

თავდასხმის შედეგად 1935 წელს დაბადებული ქალი დაშავდა. მან თერმული დამწვრობა მიიღო და ახლა საავადმყოფოშია.

სამხრეთ თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმამ დააზიანა პორტის ტერიტორიაზე არსებული საწყობების შენობები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის კერძო სახლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი