
საპატრიარქოს პირველი პოლიტიკური განაცხადი წინასაარჩევნოდ. ყველაზე გავლენიანმა მღვდელმთავარმა მრევლს პოლიტკური ქადაგებით მიმართა.
გადამწყვეტი არჩევნების წინ ბოდბელი ეპისკოპოსი მორწმუნე ადამიანებს კონკრეტული პოლიტიკური არჩევანისკენ მოუწოდებს. მეუფე იაკობი, პარალელურად მრევლს ურჩევს, რომ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ჩადენილ დანაშაულებზე ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ - "შევუნდოთ".
შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ? პატარაა საქართველო და ყველა ყველას ნათესავია. ნუ იქნება მეგობარი და ნათესავი, ჩვენი მოქალაქეა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - თქვა მეუფე იაკობმა
სასულიერო პირის პოლიტიკური შინაარსის ქადაგებას ოპოზიციის წევრებიც გამოეხმაურნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით მნიშვნელოვანია საარჩვნო კამპანიის დროს ყველა სუბიექტმა "სიძულვილის ენისგან" თავი შეიკავონ.
მნივნელოვანია საარჩევნო კამპანიის დროს ყველა სუბიექტმა, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა , ასევე ეკლესიის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ების წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან და ეს არის NDI- ის კვლევაში გათვალისწინებული, - თქვა ლევან ბეჟაშვილმა
ევროპული საქართველოს წევრს, სერგი კაპანაძეს კი მიაჩნია, რომ სასულიერო პირები არჩევნებში არანაირი ფორმით არ უნდა ერეოდნენ.
მე მიმაჩნია, რომ სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ არჩვნებში არანაირი ფორმით, მოწოდება იმაზე რომ იყოს მშვიდობა და არიყოს დაპირისპირება, სწორია მაგრამ რაცუფრო ნაკლებად იქნება მატი ჩარევა პოლიტიკაში , რაც ასევე განსაზღვრულია კონკორდატითაც , მით უფრო უკეთსი საზოგადოება გვექნება ჩვენ,- თქვა სერგი კაპანაძემ