Mona.ge | შეიქმნა "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ახალი პლატფორმა, სადაც რუსეთთან გარიგებული მაღალჩინოსნები მოხვდებიან

გამოქვეყნდა:

Mona.ge - "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" და "დროამ" ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს, რომლის მიზანიც რუსეთთან გარიგებული მაღალჩინოსნების მხილება იქნება.

ვებსაიტი უკვე ხელმისაწვდომია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ განთავსებული ინფორმაციის ნახვა. 

ის თუ ვინ მოხვდება საიტზე, ამას პროექტის ფარგლებში შექმნილი საბჭო გადაწყვეტს. საბჭო კი სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული.

პარტია თვეში ერთხელ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ვებგვერდზე მოხვედრილი ადამიანების სიას გაუგზავნის.  

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პლატფორმის ერთ-ერთი მიზანი წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებაა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხდება ხმების მოსყიდვა, შანტაჟი და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაშინ როდესაც ყველა დღეს ფოკუსირებული არის არჩევნებისთვის მზადებაზე და უშუალოდ არჩევნების დღეზე, ჩვენ ჩავთვალეთ რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დაკვირვება იმ პერიოდზე, რომელსაც ვეძახით წინასაარჩევნო პერიოდს. სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება, ხმების ყიდვა, შანტაჟი, ანტიდასავლური პროპაგანდა, ეს ყველაფერი ხდება ამ პერიოდში. ამიტომ, ჩვენ და "დროამ" შევქმენით პროექტი - Mona.ge", - ამბობს ჯაფარიძე. 

პროექტის წარდგენას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი