უკრაინა ოფიციალურად ადასტურებს, რომ შავ ზღვაში რუსული გემი "პაველ დერჟავინი" დაზიანდა

გამოქვეყნდა:

შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის მიმდებარედ, რუსული საზღვაო ფლოტის გემი "პაველ დერჟავინი" დაზიანდა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტენჩუკი ადასტურებს. 

"პირველად ვადასტურებ ამ ინფორმაციას ოფიციალურად, ის დაზიანდა. დამატებით დეტალებს ვერ მოგაწვდით მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი ასეთია", - უთხრა დმიტრო პლეტენჩუკმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ გამოცემას. 

მისივე თქმით, "პაველ დერჟავინი" ნამდვილად ეკუთვნის რუსულ ფლოტს, მიუხედავად იმისა რომ წარსულში უკრაინულ საზღვაო ძალებსაც ჰყავდათ ამგვარი დასახელების გემი. 

შავ ზღვაში რუსული გემის დაზიანების ამსახველი ვიდეომასალა თავდაპირველად Telegram არხებზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით რუსულ მხარეს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი