მგლოვიარე ისრაელი ემზადება ჰამასის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის | ისააკ ჰერცოგი

გამოქვეყნდა:

მგლოვიარე ისრაელი ემზადება ჰამასის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის - ამბობს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ჟურნალისტებთან

ჩემი ერი გლოვობს. ამ ტრაგედიამ თითქმის ყველა ოჯახი დააზარალა ისრაელში. ეს იქნება ხანგრძლივი კამპანია ჰამასის წინააღმდეგ, რაც ხანგრძლივი ბრძოლაა  ISIS-ის წინააღმდეგ”, - ამბობს ის.

ჰერცოგმა მედიას გატაცებული ბავშვებისა და ჩვილების ფოტოები უჩვენა და თქვა, რომ ტერორისტებმა ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანები და მათი ოჯახები დახოცეს.

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი