
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის, სერგეი ნაევის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი წარუმატებლად ცდილობდა სუმის რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევას.
რვა კაციანი ჯგუფი უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს:
„დივერსანტები ცდილობდნენ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და წინსვლას სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ობიექტის მიმართულებით.“, - წერს ნაევი.
მისივე თქმით, დივერსიულმა ჯგუფმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია, უკრაინელ სამხედროებს შორის კი მსხვერპლი არ არის.