რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. ეს პუტინის პირველი საგარეო ვიზიტია მიმდინარე წელს.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, პუტინი ბიშკეკში ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჯაფაროვს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია. ქვეყნების ლიდერები პრესასთან განცხადებასაც გააკეთებენ.
ამის შემდეგ პუტინი მონაწილეობას მიიღებს რუსული სამხედრო ავიაბაზის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მოგვიანებით კი იგეგმება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.
პუტინი ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების საბჭოს სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას.